პირველი დერმატოლოგიური ექსპედიცია სვანეთში
ხალხური და თანამედროვე მედიცინის შეხვედრა უშგულში.
სვანეთის მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა მოსახლეობა აიძულა შეენარჩუნებინა ხალხური სამკურნალო ცოდნა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ექსპედიციის ფარგლებში ექიმებმა მოინახულეს ადგილობრივი ოჯახები, რომელთა უნიკალურმა პრაქტიკამ მრავალი ადამიანი განკურნა სხვადასხვა დაავადებისგან, ხოლო, მათი რეცეპტების ნაწილი დღემდე საიდუმლოდ არის დაცული.
მცენარეების სამკურნალო თვისებებს ხშირად განაპირობებს მდებარეობა და კლიმატი, რომელიც უნიკალურია სვანეთის მთებში.
ექსპედიციის ფარგლებში კლინიკა მიკროდერმას ექიმებმა ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარეს სრულფასოვანი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა კანის დაავადებებზე და ხალებზე, გარდა ამისა, უშგულში, პირველად განხორციელდა თანამედროვე ესთეტიკური პროცედურა, ბუსტერიზაცია.
ტექნოლოგიები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ულატერნატივოა, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხური მედიცინა და ის ისტორია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე მედიცინის ჩამოყალიბებაში.
ექსპედიცია საქართველოში გაგრძელდება და კლინიკა “მიკროდერმა” მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებისა და ახალი აღმოჩენების განხორციელებას გეგმავს.
იხილეთ სრული ვიდეო: https://youtu.be/L96kbEOUCbY?si=VH14Lt9xPds9T0_7