ზამთარი კანისთვის დიდი გამოცდაა, რადგან ცივი ჰაერი, დაბალი ტენიანობა, მშრალი გარემო ხშირად იწვევს კანის გამოშრობას, აქერცვლას და გაღიზიანებას.
რა უნდა გააკეთოთ ზამთარში კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
- გამოიყენეთ დამატენიანებლები
- ჰიალურონის მჟავა– ინარჩუნებს ტენიანობას და აღადგენს კანის ბარიერს.
- აირჩიეთ ცხიმოვანი დამატენიანებელი კრემი (ლოკალიზაციის მიხედვით) – ზამთარში მსუბუქი ლოსიონები არ არის საკმარისი!
- დალიეთ საკმარისი წყალი
- გამოიყენეთ SPF 30 – მზის სხივები ზამთარშიც აზიანებენ კანს.
- ატარეთ ბუნებრივი (ბამბის ტანსაცმელი) – სინთეტიკური მასალა კანს აღიზიანებს.
რა არ უნდა გააკეთოთ?
- არ გამოიყენოთ ცხელი წყალი შხაპისას – ეს აშრობს კანს და აქვეითებს ტენიანობას.
- არ დატოვოთ კანი დაუცველი სიცივეში – ქარი და დაბალი ტენიანობა ხელს უწყობს გაღიზიანებას.
- არ გამოიყენოთ ალკოჰოლით ან სუნამოებით გაჯერებული ტონერები – ისინი დამატებით აშრობენ კანს.
- არ დაივიწყოთ ტუჩის ბალზამი – ზამთარში ტუჩების გამოშრობა და ბზარების გაჩენა ხშირია.
- არ მიაყენოთ კანს ზედმეტი ექსფოლიაცია – მკვდარი უჯრედების მოცილება საჭიროა, მაგრამ არა გადაჭარბებულად.
ზამთრის კანის მოვლის სწორი რუტინა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ სიმშრალე, გაღიზიანება და აქერცვლა.
კარგი დატენიანება + მზისგან დაცვა = ჯანმრთელ კანს მთელი სეზონის განმავლობაში!