მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
კანის დაავადებები
აკნე
რა არის აკნე? აკნე არის ძალიან გავრცელებული კანის მდგომარეობა,რომელიც უმთავრესად აზიანებს სახეს, ზურგს, გულმკერდსა და მხრებს. ის ყველაზე გავრცელებულია მოზარდობის პერიოდში, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. ვის ემართება აკნე? ყველა რასისა და ასაკის ადამიანს უჩნდება აკნე, მაგრამ ის ყველაზე ხშირია მოზარდებში. აკნე შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც. აკნეს გამომწვევი მიზეზები ცხიმოვანი ჯირკვლის მომატებული აქტივობა და ცხიმის ჭარბად გამომუშავება კანის მკვდარი უჯრედების დაგროვება ფორებში. ბაქტერიების ზრდა გაფართოებულ ფორებში- კერძოდ, Propionibacterium acne (P. acne) ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს აკნეს განვითარების რისკი: ჰორმონალური ცვლილებები გენეტიკა მედიკამენტები ასაკი აკნეს ელემენტები: კომედონები - შავი წერტილებისა (ღია კომედონები) და თეთრი წერტილების სახით(დახურული კომედონები) პაპულები - კანის ზედაპირიდან წამოწეული, პატარა, წითელი შეფერილობის ელემენტები პუსტულები - ჩირქით სავსე ანთებითი ელემენტები კვანძოვანი გამონაყარი - გროვდება კანის ზედაპირის ქვეშ და შეიძლება იყოს მტკივნეული ცისტები - ღრმა, მტკივნეული, ელემეტები.ისინი უფრო მეტად ტოვებენ ნაწიბურებს. აკნეს მკურნალობა აკნეს მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. მკურნალობის თითოეული ტიპი განსხვავდება ასაკის, აკნეს ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის მიზანია არსებული ელემენტების ალაგება, ახალი ელემენტების წარმოქმნის შეჩერება და ნაწიბურების განვითარების თავიდან აცილება. აქტიურად გამოიყენება: ადგილობრივი მედიკამენტები პერორალური მედიკამენტები. აკნე ყველაზე გავრცელებული კანის მდგომარეობაა და შეიძლება გავლენა მოახდენოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე. დროულად დაწყებული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ აკნეს გამონაყარით გამოწვეულ დისკომფორტს.
იხილეთ სრულად
ანგიომა
ანგიომა არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომელიც შედგება სისხლძარღვებისგან. ისინი შეიძლება შეგვხვდეს კანზე სხეულის სხვადასხვა ნაწილში. არსებობს სხვადასხვა სახის ანგიომები, როგორიცაა: 1. ალუბლის ანგიომა: პატარა, წითელი ელემენტები, რომლებიც ჩვეულებრივ უვნებელია. 2. ობობის ანგიომა: ჩნდება ობობის ქსელის მსგავსად და ჩვეულებრივ გვხვდება სახესა და კისერზე. - მიზეზები: ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ გენეტიკა თამაშობს მნიშვნელოვან როლს. მახასიათებლები: - გარეგნობა: მათი ზომა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი წერტილიდან რამდენიმე მილიმეტრამდე და შეიძლება იყოს ბრტყელი ან კანის ზედაპირიდან წამოწეული. ღია წითელი, მეწამული ან ლურჯი შეფერილობის. - ადგილმდებარეობა: ხშირად გვხვდება ტანზე, მკლავებზე და სახეზე, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას. - ასაკი: ისინი ხშირად ვითარდებიან მოზრდილებში, განსაკუთრებით 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში და მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ასაკთან ერთად. -კლინიკური ნიშნები: ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ შეიძლება იყოს სისხლმდენი დაზიანების ან გაღიზიანების შემთხვევაში. ანგიომების უმეტესობა არ საჭიროებს მკურნალობას, თუ ისინი არ იწვევენ დისკომფორტს, სისხლდენას ან არ არის ვიზუალურად შემაწუხებელი. მიმართეთ დერმატოლოგს სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაბამისი რეკომენდაციებისთვის, რომელიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
იხილეთ სრულად
ატოპიური დერმატიტი
რა არის ატოპიური დერმატიტი? ატოპიური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი) ეგზემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის ქავილს, სიმშრალეს და ანთებას . ატოპიური ეგზემა ბავშვებში ეგზემის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ხშირად ვითარდება დაბადებიდან მალევე. მაგრამ ის ასევე შეიძლება განვითარდეს მოზრდილებში. როგორც წესი, ხანგრძლივი (ქრონიკული) მდგომარეობაა, თუმცა ზოგიერთ ბავშვში შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, ან თუნდაც მთლიანად გაქრეს ასაკთან ერთად. ატოპიური ეგზემის მიზეზები ატოპიური დერმატიტი მულტიფაქტორულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს არა მხოლოდ ერთი მიზეზი, არამედ მრავალი შესაძლო მიზეზი, მათ შორის გენეტიკური და გარემო ფაქტორები. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებს აქვთ კანის დეფექტური ბარიერი, რომელიც მგრძნობიარეა სიმშრალის, გარემოს გამღიზიანებლებისა და ალერგენების მიმართ, რაც იწვევს ანთებას, ქავილს და ატოპიური დერმატიტის კლასიკურ კლინიკურ შედეგებს. ატოპიური დერმატიტის განვითარების შანსი უფრო მაღალია, თუ არსებობს ატოპიური დერმატიტის, თივის ცხელების ან ასთმის ოჯახური ისტორია. გარემო ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტრიგერების არსებობა, მათ შორის თამბაქოს კვამლის ზემოქმედება, სუნამოები და სხვა ნაერთები, რომლებიც გვხვდება კანის პროდუქტებსა და საპნებში, ალერგენები (მაგ: მტვრის ტკიპები), ცხელი შხაპი/ოფლიანობა, საკვების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა და სინთეზური ქსოვილები, როგორიცაა პოლიესტერი. როგორ ვლინდება ატოპიური დერმატიტი ? მდგომარეობა საკმაოდ ხშირია. ყოველი 10 ახალშობილიდან და მცირეწლოვან ბავშვებში დაახლოებით 1-ს უვითარდება ატოპიური დერმატიტის სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ ატოპიურმა ეგზემამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ის ყველაზე ხშირად გავლენას ახდენს ხელებზე მოზრდილებში, ხოლო იდაყვისა და, მუხლების მომხრელ ზედაპირებზე, სახეზე და სკალპზე ბავშვებში. ატოპიური ეგზემის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ პერიოდები, როდესაც სიმპტომები ნაკლებად შესამჩნევია, ისევე როგორც პერიოდები, როდესაც სიმპტომები უფრო მწვავდება. სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმე მდგომარეობამდე. საერთო სიმპტომებია: სიმშრალე ქავილი შეშუპება და ანთება გამონაყარი კანის გასქელება და გამკვრივება ქერქით დაფარული უბნები თვალების ირგვლივ კანის გამუქება კანის დამატებითი ნაოჭი თვალის ქვეშ, რომელიც ცნობილია დენი-მორგანის ნაკეცის სახელით. კანის დამატებითი ნაოჭები ხელებსა და ტერფებზე. მგრძნობიარე და ინფექციებისკენ მიდრეკილი კანი ატოპიური ეგზემის მკურნალობა მკურნალობის ოთხი ძირითადი კომპონენტი მოიცავს: - გამამწვავებელი მიზეზების თავიდან აცილებას, - კანის ყოველდღიურ მოვლას, - ანთების საწინააღმდეგო თერაპიას - სხვა დამატებით მეთოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ატოპიური დერმატიტი არ არის განკურნებადი, მისი მართვა შესაძლებელია სწორი მკურნალობით, რაც ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას დროთა განმავლობაში. მრავალი განსხვავებული მკურნალობა შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმპტომების გასაკონტროლებლად და ეგზემის სამართავად, მათ შორის: დამარბილებელი საშუალებები (დამატენიანებელი საშუალებები) – კანის ყოველდღიური მოვლა მოიცავს დამარბილებელი საშუალებების გამოყენებას დღეში ორჯერ, ნელთბილი შხაპიდან ან აბაზანიდან გამოსვლიდან სამი წუთის განმავლობაში კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად. ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - გამოიყენება შეშუპების, სიწითლისა და ქავილის შესამცირებლად გამწვავების დროს ატოპიური დერმატიტის გართულებები ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა, მნიშვნელოვანი და სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა კანის ინფექციები და ფსიქოლოგიური გართულებები.
იხილეთ სრულად