მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
აკნე

რა არის აკნე?

აკნე არის ძალიან გავრცელებული კანის მდგომარეობა,რომელიც უმთავრესად აზიანებს სახეს, ზურგს, გულმკერდსა და მხრებს. ის ყველაზე გავრცელებულია მოზარდობის პერიოდში, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში.

ვის ემართება აკნე?

ყველა რასისა და ასაკის ადამიანს უჩნდება აკნე, მაგრამ ის ყველაზე ხშირია მოზარდებში. აკნე შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც.

აკნეს გამომწვევი მიზეზები

  • ცხიმოვანი ჯირკვლის მომატებული აქტივობა და ცხიმის ჭარბად გამომუშავება
  • კანის მკვდარი უჯრედების დაგროვება ფორებში.
  • ბაქტერიების ზრდა გაფართოებულ ფორებში- კერძოდ, Propionibacterium acne (P. acne)

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს აკნეს განვითარების რისკი:

  • ჰორმონალური ცვლილებები
  • გენეტიკა
  • მედიკამენტები
  • ასაკი

აკნეს ელემენტები:

  • კომედონები - შავი წერტილებისა (ღია კომედონები) და თეთრი წერტილების სახით(დახურული კომედონები)
  • პაპულები - კანის ზედაპირიდან წამოწეული, პატარა, წითელი შეფერილობის ელემენტები
  • პუსტულები - ჩირქით სავსე ანთებითი ელემენტები
  • კვანძოვანი გამონაყარი - გროვდება კანის ზედაპირის ქვეშ და შეიძლება იყოს მტკივნეული
  • ცისტები - ღრმა, მტკივნეული, ელემეტები.ისინი უფრო მეტად ტოვებენ ნაწიბურებს.

აკნეს მკურნალობა

აკნეს მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. მკურნალობის თითოეული ტიპი განსხვავდება ასაკის, აკნეს ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის მიზანია არსებული ელემენტების ალაგება, ახალი ელემენტების წარმოქმნის შეჩერება და ნაწიბურების განვითარების თავიდან აცილება.

აქტიურად გამოიყენება:

  • ადგილობრივი მედიკამენტები
  • პერორალური მედიკამენტები.

აკნე ყველაზე გავრცელებული კანის მდგომარეობაა და შეიძლება გავლენა მოახდენოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და თვითშეფასებაზე. დროულად დაწყებული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ აკნეს გამონაყარით გამოწვეულ დისკომფორტს.

სრულად
მოკლედ
  • საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.