მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
როზაცეა

რა არის როზაცეა

როზაცეა არის კანის ხანგრძლივი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს და გამონაყარს, ჩვეულებრივ, სახის ცენტრალურ ნაწილზე და ხშირად ხასიათდება გამწვავებებითა და რემისიებით.

ვის ემართება როზაცეა?

როზაცეა შეიძლება გამოვლინდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ჩვეულებრივ იწყება 30 წლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ როზაცეას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ყველა სეგმენტზე და კანის ყველა ტიპზე, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ღია ფერის კანის მქონე პირები. დაავადება უფრო ხშირად დიაგნოზირებულია ქალებში, მაგრამ უფრო მძიმეა მამაკაცებში.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ როზაცეას ოჯახური ისტორია, შეიძლება იმყოფებოდნენ ამ მდგომარეობის გაზრდილი რისკის ქვეშ.

როზაცეის სიმპტომები

როზაცეა შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს ერთი ინდივიდიდან მეორეში და უმეტეს შემთხვევაში ჩნდება ზოგიერთი და არა ყველა პოტენციური ნიშანი და სიმპტომი.

როზაცეის სიმპტომები მოიცავს:

  • სახის სიწითლე, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება
  • გამონაყარი- სახის სიწითლეს შეიძლება განვითარდეს აკნეს მსგავსი გამონაყარი.
  • ხილული სისხლძარღვები- ჩვეულებრივ ჩნდება წვრილი წითელი ხაზების სახით ლოყებზე და ცხვირზე.
  • კანის გასქელება. კანი შეიძლება გასქელდეს, განსაკუთრებით ცხვირზე, რაც ცხვირს გაფართოებულ იერს აძლევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიმპტომია და ის უმეტესად მამაკაცებს ემართებათ.
  • თვალის გაღიზიანება. როდესაც თვალის როზაცეა ჩნდება, თვალები მტკივნეულია, წითლდება, წყლიანი ან მშრალი ხდება. ახასიათებს ქავილი. მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ თვალის სიმპტომები, რადგან თუ მკურნალობა არ მოხდება დროულად, შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება და მხედველობის დაკარგვა.

როზაცეა ჩვეულებრივ გავლენას ახდენს სახის ცენტრალურ ნაწილზე, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე, როგორიცაა სახის გვერდები, ყურები, კისერი, სკალპი და მკერდი.

როზაცეის გამამწვავებელი ფაქტორები:

  • მზის ზემოქმედება
  • ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი ამინდი
  • ალკოჰოლი
  • ცხარე საკვები
  • ცხელი სასმელი
  • ინტენსიური ვარჯიში
  • სტრესი
  • ზოგიერთი კოსმეტიკური, კანის ან თმის პროდუქტი
  • ცხელი შხაპი

როზაცეის მკურნალობა

როზაცეას განკურნება არ არსებობს, მაგრამ არსებობს გზები კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

იმის გამო, რომ როზაცეის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება ერთი პაციენტიდან მეორეზე, მკურნალობა უნდა იყოს მორგებული ექიმის მიერ თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის.

ადამიანების უმეტესობა კარგად რეაგირებს თერაპიაზე, მაგრამ გაუმჯობესება ჩვეულებრივ ეტაპობრივია და შედეგს შესამჩნევად შეიძლება 3 თვე და მეტი დრო დასჭირდეს.

მკურნალობის მიზანია:

  • სიმპტომების კონტროლი.
  • გართულებების და მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება.
  • ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

საჭიროების შემთხვევაში, ლაზერი, ინტენსიური პულსირებული სინათლის წყაროები ან სხვა სამედიცინო და ქირურგიული ხელსაწყოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხილული სისხლძარღვების მოსაშორებლად ან ცხვირის დეფორმაციის გამოსასწორებლად.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ როზაცეის სიმპტომები, განსაკუთრებით თუ ისინი იწვევს დისკომფორტს, მიმართეთ ექიმს.

მიუხედავად იმისა , რომ როზაცეა უვნებელი მდგომარეობაა და მხოლოდ კანის დისკომფორტს და გარეგნულ ცვლილებებს იწვევს. მძიმე და არანამკურნალევმა შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის დეფორმაცია. დროულმა მკურნალობამ და მოვლის სწორმა რუტინამ შეიძლება შეაჩეროს თქვენი მდგომარეობის პროგრესირება და თავიდან აგაცილებინოთ უფრო სერიოზული არ გახდეს ის.


სრულად
მოკლედ
  • საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.
  • საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.
  • საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.
  • საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.