მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
ნაირფერი პიტირიაზი

ნაირფერი პიტირიაზი (Tinea versicolorx)

ნაირფერი პიტირიაზი არის კანის გავრცელებული სოკოვანი ინფექცია,რომელიც გამოწვეულია Malassezia საფუარის ჭარბი ზრდით კანზე.

ვინ ავადდება ნაირფერი პიტირიაზით ?

ნაირფერი პიტირიაზით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი . ყველაზე ხშირად გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე და ოდნავ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ის ასევე გვხვდება ბავშვებში, მოზარდებსა და ხანდაზმულებში.

ნაირფერი პიტირიაზი უფრო ხშირია ცხელ, ნოტიო კლიმატის რეგიონებში, ვიდრე გრილ, მშრალ კლიმატში. ის ხშირად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ძლიერ ოფლიანობენ.შეიძლება გაქრეს ზამთრის თვეებში და განმეორდეს ყოველ ზაფხულს.

მიზეზები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამომწვევის უკონტროლო ზრდა კანის ზედაპირზე არის

  • ჰორმონალური ცვლილებები
  • დასუსტებული იმუნური სისტემა
  • ცხელი, ნოტიო ამინდი
  • ოფლიანობა
  • ცხიმიანი კანი

როგორია პიტირიაზის ვერსიკოლორის კლინიკური ნიშნები?

ნაირფერი პიტირიაზი გავლენას ახდენს სხეულზე- გულმკერდისა და ზურგის მიდამოზე, კისერზე და/ან მკლავებზე და იშვიათია სხეულის სხვა ნაწილებზე. ლაქები შეიძლება იყოს ყავისფერი, უფრო მკრთალი ვიდრე მიმდებარე კანი, ან ვარდისფერი. ახასიათებს მცირედი აქერცვლა. შეფერილობა უფრო შესამჩნევია ზაფხულში გარუჯულ კანთან კონტრასტის გამო. ჩვეულებრივ ასიმპტომურია , მაგრამ ზოგიერთ ადამიანში თან ახლავს მსუბუქი ქავილი.

როგორ მკურნალობენ ნაირფერ პიტირიაზს ?

Tinea versicolorx-ს მკურნალობენ ადგილობრივი კრემებით, ლოსიონებით ან შამპუნებით, უფრო მძიმე ან ფართოდ გავრცელებული შემთხვევისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას პერორალური მედიკამენტები.

სრულად
მოკლედ
  • საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა.