თბილისი, საქართველო
7–8 ივნისს, კლინიკა Microderma- ს ორგანიზებით, საქართველოს სამედიცინო სფეროში დაფიქსირდა უპრეცედენტო მიღწევა, ხალის დიაგნოსტიკის მიმართულებით დამყარდა მსოფლიო რეკორდი, რომელიც ქართულ და ასევე, მსოფლიო სამედიცინო ისტორიაში პირველად განხორციელდა. გამოკვლევები ყველა პაციენტისთვის სრულად უფასოდ ჩატარდა.
პროექტის მიზანი იყო კანის ონკოლოგიური რისკების ადრეული გამოვლენა და დროული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა.
ექიმებმა, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მოახერხეს 363 პაციენტის გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიური აპარატების გამოყენებით.
ექიმი - ჯანსუღ ვერულაშვილი მსოფლიო რეკორდის შემოქმედი.
ექიმი - გიორგი არველაძე რეკორდის მთავარი სამედიცინო მრჩეველი.
გამოკვლევები ჩატარდა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების, FotoFinder-ისა და Vexia-ს მეშვეობით, რაც უზრუნველყოფდა დიაგნოსტიკის სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და დიაგნოზის მაქსიმალურ სიზუსტეს.
გამოკვლევის შედეგად, 3 პაციენტს დაუდასტურდა მელანომა. დროული აღმოჩენისა და სათანადო ჩარევის შედეგად, ამ ეტაპზე არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პრევენციული გამოკვლევების გადამწყვეტ მნიშვნელობას.
მიღწევის ოფიციალური აღიარების შედეგად, კლინიკა Microderma-ს მსოფლიო რეკორდების ფედერაციის მიერ გადაეცა მსოფლიო რეკორდის სერთიფიკატი, რაც ადასტურებს რეკორდის ლეგიტიმურობასა და საერთაშორისო მნიშვნელობას.
აღნიშნული მიღწევა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქართული მედიცინის განვითარებაში და ადასტურებს, რომ საქართველო ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო სამედიცინო რეკორდების რუკას.
რეკორდის დამყარება შესაძლებელი გახდა ინოვაციური ტექნოლოგიების, Microderma-ს პროფესიონალი გუნდის, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ასევე, Fotofinder-ისა და Uriage-ის მხარდაჭერით.
Microderma მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, პრევენციულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დერმატოლოგიური მომსახურებების განვითარებას.
https://www.facebook.com/share/p/19ML9AZVoz/
https://www.facebook.com/share/v/16rZP7D4XV/