მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
კანის დაავადებები
პერიორალური დერმატიტი
პერიორალური დერმატიტი პერიორალური დერმატიტი არის გამონაყარი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდა, მოზარდ ქალებში და ვლინდება მცირე ანთებითი პაპულებითა და პუსტულებით ან ვარდისფერი, ქერცლიანი ლაქებით პირის გარშემო. პერიორალური დერმატიტის მიზეზები ზუსტი მიზეზი რა იწვევს პერიორალურ დერმატიტს უცნობია. გავრცელებული მიზეზებია ადგილობრივი სტეროიდების გამოყენება, ჰორმონალური ცვლილებები, კანის ბარიერის დარღვევა და ზოგიერთი კანის მოვლის საშუალებები. სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი და სტომატოლოგიური ჰიგიენის საშუალებები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს მდგომარეობა. ფიზიკური ფაქტორები, მათ შორის ულტრაიისფერი გამოსხივება, სიცხე და ქარი, როგორც ჩანს, აუარესებს პერიორალურ დერმატიტს. ამ გამომწვევ ფაქტორების იდენტიფიცირება და მკურნალობა არის გამონაყარის მართვის გასაღები. პერიორალური დერმატიტის სიმპტომები სიმპტომები მოიცავს სიწითლეს, პატარა წითელ პაპულებს ან პუსტულებს და ზოგჯერ კანის აქერცვლას პირის, ცხვირისა და თვალების ირგვლივ. ასევე შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან წვის შეგრძნება. პერიორალური დერმატიტის მკურნალობა პერიორალური დერმატიტის მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ცხოვრების წესის კორექტირებას და სამედიცინო მკურნალობას: ადგილობრივი მკურნალობა - ანთების საწინააღმდეგო საშუალებები პერორალური მედიკამენტები ნულოვანი თერაპიის მიდგომა კანის მოვლის სწორი რუტინა ცხოვრების წესის ცვლილებები - პოტენციური გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილება ხშირად პერიორალური დერმატიტს შეიძლება ქონდეს ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას.
იხილეთ სრულად