პოდოლოგია
პოდოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფეხის ტერფსა და ფრჩხილებზე არსებულ დაავადებებს. მათ გავრცელებას, გამომწვევ მიზეზებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, ასევე მათ გავლენას ქრონიკულ დაავადებებზე.
ვინ არის პოდოლოგი?
პოდოლოგი არის ექიმი, რომელიც კვალიფიცირებულია ფეხის ტერფისა და ფრჩხილების დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
როდის უნდა მივმართოთ პოდოლოგს ?
თუ გაწუხებთ:
-ტერფზე არსებული კოჟრი
-ტერფის მეჭეჭი
-გარქოვანებული ქუსლი
-დიაბეტური ტერფი
-ფრჩხილის დაზიანებები
-ფრჩხილის ინფექციური დაზიანებები - სოკოვანი და ბაქტერიული
პოდოლოგია სპეციალიზებულია ფეხების და საფეხურების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და მკურნალობაში. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ პროფესიონალურ პოდოლოგიურ მომსახურებებს, რომლებიც მოიცავს როგორც დიაგნოზს, ისე მკურნალობას.
ჩვენი პოდოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია გერმანული აპარატურით, მსოფლიოში წამყვანი Hadewe-ს სამკურნალო აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს სიზუსტეს მკურნალობის განმავლობაში და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ასევე, FotoFinder Meesma-თი არის მოწინავე ვიზუალიზაციის სისტემა, კანის სტანდარტული და მაღალი ხარისხის გამოსახულებების შესაქმნელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესთეტიკური მკურნალობის, მაგალითად, კანის ანალიზისა და "მდე და შემდეგ" ფოტოების შედარებისთვის.
მიკროდერმაში უდიდესი ყურადღება ეთმობა ექიმების კვალიფიკაციას, მაღალ ტექნოლოგიურ დანადგარებს და ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტზე მორგებულ კომფორტულ მომსახურეობას. თუ გსურთ ეფექტური პოდოლოგიური მომსახურება გერმანული წამყვანი სამკურნალო აპარატურით, დაგვიკავშირდით დღესვე.
იხილეთ სრულად